თვითსწორებადი იატაკი
თვითსწორებადი იატაკის ტექნოლოგია შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ იდეალურად გლუვი , ჰორიზონტალური ზედაპირი , რომელიც გამოიყენება როგორც საფუძველი იატაკის საფარისა , როგორიცაა კაფელი , პარკეტი , ლამინატი , ლინოლიუმი და სხვა . თვითსწორებადი იატაკის დასხმა შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერი ტიპის გადახურვის ფილაზე .
როგორ გავაკეთოთ თვითსწორებადი იატაკი
სამუშაოების წარმოების 5 ძირითადი ეტაპები :
განვიხილოთ თითოეული უფრო დაწვრილებით
1 იატაკის დასუფთავება მტვერსასრუტით
მაშ ასე , ზედაპირს ვაშორებთ ცხიმიან ლაქებს , საღებავის ნაკვალებს , მტვერს და ნაგავს . ამ მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ მტვერსასრუტი . იატაკზე არსებული დეფექტები ბზარები სრულად დასუფთავდეს მტვერსასრუტის მეშვეობით ,განვათავისუფლოთ საეჭვო დეტალებისაგან.
2 იატაკის დაგრუნტვა ღრმადშემწევადი გრუნტით
გრუნტი ასრულებს მთავარ ფუნქციას: თვითსწორებადი იატაკის დაგებისშემთხვევაში.
ზედაპირის ღრმად შეღწევისა და მისი შეერთების თვისება, შეუძლიათ შექმნან თხელი დამცავი ზედაპირზე, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ადჰეზია. გრუნტი კარგად იცავს სოკოსა და ობის წარმოქმნას. ასევე გააფართოვებს მის გამძლეობას და მომსახურების
ბაზარზე დღესდღეისობით არსებობს დიდი არჩევანი . ჩვენ შემთხვევაში ვიყენებთ კნაუფის გრუნტს , რომელსაც ვუსვავთ იატაკს ჯაგრისის საშუალებით .
3 იატაკზე არსებული ღიობებისა და ბზარების შევსება
თუ გსურთ , რომ თვითსწორებადი მოჭიმული იატაკი იყოს მყარი და დიდხანს გემსახუროთ , აუცილებლათ დაიცავით მონტაჟის ტექნოლოგია. . გრუნტის შემდგომ ბეტონის ბაზა უნდა გაშრეს. იატაკზე არსებული ღიობები და ბზარები შეივსოს ქვიშა-ცემენტის ხსნარის, განთავისუფლდეს იატაკი დამატებითი მტვერისაგან მტვერსასრუტის მესვეობით.
4, თვითსწორებადი იატაკის დაგება
ნებისმიერი მშრალი ნაზავის მომზადებისას აუცილებელია გავეცნოთ გამოყენების ინსტრუქციაშ .ხშირ შემთხვევაში ტექნოლოგიური სამუშაოების დაწვრილებითი არწერა მოცემულია შეფუთვაზე .
დიდ ჭურჭელში ვასხავთ საჭირო რაოდენობის წყალს . ( 20 კგ მშრალ ნარევზე 5,6 – 6,2 ლიტრს ) და შემდეგ ვამატებთ მშრალ ნარევს . სპეციალური მიქსერის საშუელებით ფრთხილად ვურევთ მას ერთგვაროვანი მასის მიღებამდე . ნაზავის მომზადებისას ეცადეთ დაიცვათ პროპორციები , წყლის გადაჭარბების შემთხვევაში , ნაზავი გამოვა თხიერი , რაც დააქვეითებს გამზადებული იატაკის მექანიკურ სიმტკიცეს .
ყურადღება : გამზადებული ნაზავი აუცილებელია გამოიყენოთ 15 – 20 წუთის განმავლობაში . ამიტომ მიზანშეწონილია პატარა პორციებით მისი მოზელვა.
5 იატაკის დამუშავება ჯაგრისის მეშვეობით
სამუშაოების ჩასატარებლათ დაგჭირდებათ შპატელი და ნემსებიანი ვალიკი . გამზადებული ნაზავი იგება საფუძველზე , შემდეგ ხდება მისი მოსწორება ვალიკის მეშვეობით , ხოლო მისი ნემსები აქრობენ წარმოქმნილი ჰაერის ბუშტუკებს , რომლებიც მუშაობის პროცესში ჩდება .
მუშაობა უნდა დაიწყოთ ყველაზე მოშორებული კუთხიდან . ეცადეთ თანაბრად გაანაწილოთ ნაზავი ვიწრო ზოლების სახით . შემდეგ შტაპელით გადაასწორეთ იატაკის ზედაპირი , მანამ სანამ არ მიიღებთ იდეალურად სწორ ზედაპირს . გააგრძელეთ მუშაობა იმავე პრინციპით პირველი ზოლის პარალელურად დაასხით მეორე და ასევე გააგრძელეთ მოქმედება სანამ არ შეავსებთ მთელ ფართს .იატაკის გაშრობას საშუალოდ 8 – 10 საათი სჭირდება , ხოლო სრული ექსპლუატაცია შესაძლებელია 2 – 3 დღის შემდეგ .
მომსახურების საფასური ჩვენივე მასალით შეადგენს 35 ლარს.
სამუშაოს აღწერა | ერთეული | ფასი , ლარი | რაოდენობა | ფასი |
იატაკი მოჭიმული (სტიაშკა) | მ2 | 15.00 | ||
იატაკის რბილი საფარი | მ2 | 18.00 | ||
ლამინირებული იატაკის დაგება | მ2 | 40.00 | ||
ლამინატის დაგება | მ2 | 14.00 | ||
იატაკის მოხვეწა-ციკლოვკა | მ2 | 8.00 | ||
ლინოლეუმის დაგება | მ2 | 8.00 | ||
თვითწორებადი იატაკი | მ2 | 15.00 | ||
კერამიკული ფილების დაგება | მ2 | 45.00 | ||
პარკეტი ციკლობკა | მ2 | 17.00 | ||
პარკეტის მოწყობა | მ2 | 50.00 | ||
პარკეტის ლაქით(ზეთით) დამუშავება | მ2 | 15.00 |